“მე მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ რიგში მოქალაქეთა ინტერესები დააყენონ” – შარლ მიშელის პირველი გამოხმაურება

შარლ მიშელის პირველი გამოხმაურება მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” მისი შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. როგორც  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მოუწოდებს ყველა მხარეს, პირველ რიგში მოქალაქეთა ინტერესები დააყენონ. 

“საქართველოში კონსულტაციები იწყება. 19 აპრილის შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმების დღის წესრიგის უზრუნველსაყოფად. მე მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ რიგში მოქალაქეთა ინტერესები დააყენონ,” – წერს სოციალურ ქსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

მიშელი აღნიშნავს, რომ ის უკვე შეხვდა გუშინ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, სადაც პოლიტიკური სიტუაცია და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილეს. 

მსგავსი თემები