ერთ დღეში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

29 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავიურისის საწინააღმდეგო ვაქცინებით დღიურად მოქალაქეების რეკორდული რაოდენობა აიცრა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 17133-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 450 026 აცრა გაკეთდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 413626 -ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5768 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 2796 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 6,71%, ბოლო 14 დღის – 6,73%, ბოლო 7 დღის – 7%-ია.

მსგავსი თემები