საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 768-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 796 პირს დაუდასტურდა, 2 088 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 28 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 3 141 შემთხვევა გამოვლინდა, 1 509 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 20 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები