ლაშა ბექაურმა რუსი მეტოქე დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალშია

ლაშა ბექაური ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს ტურნირის მეხუთე საშეჯიბრო დღეს 90 კგ წონით კატეგორიაში ახალგაზრდა ლაშა ბექაური ასპარეზობს. ქართველი ძიუდოისტი, რომელიც ევროპის მოქმედი ჩემპიონია ოლიმპიადის ნახევარფინალაში რუს მიხაელ იგოლნიკოვს შეხვდა, ერთი ვაზარით დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე გერმანელი ედუარდ ტრიპელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბექაურმა პირველ წრეში პოლონელი კუჩერა, მეორე შეხვედრაში ისრაელის წარმომადგენელი კოჩმანი დაამარცხა, ნახევარფინალის საგზურისთვის ბრძოლაში კი უზბეკ ბობონოვს მოუგო.

მსგავსი თემები