“პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომ მილიონი ლარით გაზრდილიყო კულტურაზე ხელმისაწვდომობის ბიუჯეტი, პარლამენტმა გაიზიარა” – თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომ მილიონი ლარით გაზრდილიყო კულტურაზე ხელმისაწვდომობის ბიუჯეტი, პარლამენტმა გაიზიარა.

თეა წულუკიანი ამისთვის დეპუტატებს მადლობას ეუბნება და აღნიშნავს, რომ დასახელებულ თანხას ეფექტურად გამოიყენებენ.

„მადლობას ვუხდი პარლამენტს, ვინაიდან მათ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომ ერთი მილიონი ლარით გაზრდილიყო კულტურაზე ხელმისაწვდომობის ბიუჯეტი, სულ რამდენიმე დღის წინ გაიზიარა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ თანხას ძალიან ეფექტიანად გამოვიყენებთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ათწლიანი გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ასევე ყურადღება გაამახვილა განათლების სამინისტროსგან კულტურის სამინისტროს გამოყოფაზე. წულუკიანის თქმით, ამ გადაწყვეტილებამ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა მეტად უნდა გააღრმავოს.

„ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა პრემიერის ინიციატივითა და პარლამენტის მხარდაჭერით. მახსოვს, თითოეული დეპუტატის მონდომება, რომლის შედეგიცაა მიმდინარე წლის მარტში განათლების სამინისტროსგან კულტურის სამინისტროს გამოყოფა, რამაც უნდა მისცეს ახალი სიცოცხლე ორგანიზაციებს, რომლებიც ამ სამინისტროს ექვემდებარება და მეტად ეფექტურად გააღრმავოს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მსგავსი თემები