„ჩემი მოტაცებისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, დამცირებისთვის… ასამართლებენ – ვის შესახებ წერს სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ უკრაინის ყოფილ მაღალჩინოსნებს მისი მოტაცებისთვის და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ასამართლებენ.

„უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის, ყოფილ ხელმძღვანელ თანამდებობის პირებს, გენერალ პიმენოვს და მის მოადგილეს პოლკოვნიკს, ასამართლებენ ჩემი უკანონო გატაცებისთვის.

თავის დროზე მათ ბევრი ფული აიღეს პარაშენკოსგან და ბინებიც მიიღეს და წოდებებიც – ჩემი მოტაცებისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, დამცირებისთვის და ქვეყნიდან უკანონოდ გაგდებისათვის.

ახლა ისინი დარჩნენ სამხედრო წოდებების და სამსახურის გარეშე და მათ ემუქრებათ მრავალწლიანი პატიმრობა.

ეს არის ნათელი გაკვეთილი ყველასთვის, ვინც იგივეს აკეთებს ახლა, ივანიშვილის სასარგებლოდ საქართველოში!

სისხლის სამართლის საქმე, რომელიც პარაშენკომ აღძრა ჩემს წინააღმდეგ დაიხურა და ახლა მიმდინარეობს პროცესი იმ სისხლის სამართლის საქმის გამყალბებლების პასუხისმგებლობაში მიცემის მიმართულებით და ესეც ნათლად ადასტურებს, რომ დრონი მეფობენ და არა მეფენი და სამართალი ბოლოს მაინც პურს ჭამს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი თემები