სროლა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე – ოფიციალური ბაქო ერევანს მორიგ პროვოკაციებში ადანაშაულებს

ოფიციალური ბაქო ორი აზერბაიჯანელი სამხედროს დაჭრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას და სომხეთს მორიგ პროვოკაციებში ადანაშაულებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის ქალ-ბაჯარის ​მონაკვეთზე სომეხმა სამხედროებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრილი სამხედროების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.

განცხადებაში წერია, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები ადეკვატურ საპასუხო ქმედებებს ახორციელებენ. დაძაბულობის ესკალაციაზე ბაქო პასუხისმგებლობას ერევანს აკისრებს.

მსგავსი თემები