“ახლა იმაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა გვაქვს, ვიდრე ეს მესამე ტალღის პიკის დროს იყო” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდვითარება გაუარესდა და ახლა იმაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა გვაქვს, ვიდრე ეს მესამე ტალღის პიკის დროს იყო.

“საქართველოში ეპიდვითარება გაუარესდა. ჩვენ ახლა იმაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა გვაქვს, ვიდრე ეს მესამე ტალღის პიკის დროს იყო, მაისში. ვართ დაახლოებით 50-დან 60%-მდე, როგორც ვიყავით მეორე ტალღის პიკზე. განსხვავება გახლავთ ის, რომ დღეს წინა პერიოდებისგან განსხვავებით, გვაქვს საშუალება, რომ მოსახლეობა ავცრათ.

გუშინ ჩვენ 24 საათში გვქონდა ყველაზე უფრო მაღალი, დაახლოებთ 13 800 აცრა. დღეს დაგეგმილია 14 300-მდე აცრა. აქედან ნახევარზე მეტი Pfizer-ზე მოდის, მეორე ადგილზეა Sinopharm-ი, შემდეგ Astrazeneca და ბოლოს Sinovac-ი,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

მსგავსი თემები