პარტიები, რომლებმაც დაფინანსება დაკარგეს, ამ უფლებას აგვისტოდან აღიდგენენ

პოლიტიკურ პარტიები, რომლებმაც 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული საბიუჯეტო დაფინანსება დაკარგეს, საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლება 1-ელი აგვისტოდან აღუდგებათ. აღნიშნული პროექტი პარლამენტმა დაამტკიცა.  

პარლამენტმა ივნისის ბოლოს მიიღო კანონი, რომლის მიხედვით,  პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც პარლამენტის 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლება დაკარგა, ეს უფლება 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან აღუდგებოდა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ვადა შეიცვალა და მისი 2021 წლის 1 აგვისტოდან განისაზღვრა.

“გირჩის“ მიერ მოპოვებული ყოველწლიური საბიუჯეტო დაფინანსება 777 990 ლარს შეადგენს, ელისაშვილის „მოქალაქეების „ დაფინანსება კი 497 406 ლარს.

მსგავსი თემები