“ინფიცირებულების რაოდენობის გაორმაგება უპასუხისმგებლო აქციების შედეგია” – ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდის მიზეზი ბოლო პერიოდში გამართული საპროტესტო აქციებია.

“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე დინამიკას. მოგეხსენებათ, რომ ბოლო ორ კვირაში, ინფიცირებულთა რაოდენობის, პრაქტიკულად, გაორმაგება მოხდა. მინდა აღვნიშნო, მე ვიტყოდი, სავსებით სამართლიანად, რომ უპასუხისმგებლო, რამდენიმედღიანი აქციების შედეგია პირდაპირ, ის, რაც მოხდა და ამ აქციების მერე გაორმაგდა, პრაქტიკულად, ინფიცირებულების რაოდენობა,”- განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები