„ოცნების დღევანდელ “ბოსებს” მინდა გავახსენო“ – გიორგი გახარია

„20 ივნისის ყველაზე ნეგატიური გმირი, რომელიც მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ, მერობის კანდიდატად არის წარდგენილი“ – აცხადებს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია, რომელიც  „ქართული ოცნების“ უსუსურობაზე საუბრობს.  

„ქართულმა ოცნებამ“, თავისი უსუსურობით, მიაღწია იმას,რომ 20 ივნისის ყველაზე ნეგატიური გმირი, რომელიც მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ, დღეს ოფიციალურად მერობის კანდიდატად არის წარდგენილი. 20 ივნისს, სახელმწიფომ შეასრულა თავისი ფუნქცია,  სახელმწიფოში დაიცვა ქვეყანაში წესრიგი. სხვათა შორის, ოცნების დღევანდელ “ბოსებს” მინდა გავახსენო, რომ 20 ივნისს დავიცავით მათი დღევანდელი მდგომარეობა და მე მიუხედავად იმ დიდი გულის ტკივილისა, რომელიც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს და პირველ რიგში მე დამრჩა 20 ივნისის შემდგომ, როდესაც მართლა დაშავდნენ ადამიანები, ქართულმა ოცნებამ, თავისი უსუსურობით, მიაღწია იმას,რომ 20 ივნისის ყველაზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გმირი, რომელიც მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ, დღეს ოფიციალურად მერობის კანდიდატად არის წარდგენილი“ – აცხადებს გახარია.  

მსგავსი თემები