რატომ დაფიქსირდა საიტზე “ფაიზერის” 154 521 დოზა 12 ათასის ნაცვლად – ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

“ფაიზერის” ვაქცინის მეორე დოზით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დაიწყო, ამ ეტაპზე მეორე დოზა დაახლოებით 12 ათას ადამიანს უნდა გაუკეთდეს, თუმცა შესაბამის საიტზე ვაქცინის დოზების გაცილებით დიდი რაოდენობა – 154 521 არის მითითებული.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით შეკითხვა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრსაც დაუსვეს, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საიტზე შეცდომაა დაფიქსირებული და ამის მიზეზს შესაბამის სამსახურებთან გაარკვევს:

“მე აუცილებლად უნდა ვკითხო შესაბამის სამსახურებს თუ რა შეცდომაა ეს და შემიძლია დაგიბრუნდეთ, რა თქმა უნდა შეცდომაა, ვინაიდან ჩვენ ჯერ არ გამოგვიტანია არანაირი დოზები, გამოტანილია 12 ათასი, რომელიც საჭიროა მეორე დოზისთვის,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი თემები