ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კუბის მთავრობის წარმომადგენლებს პერსონალური სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კუბის მთავრობის წარმომადგენლებს პერსონალური სანქციები დაუწესა.

პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი კუბაში ადამიანის უფლებების დარღვევააა.

ე.წ. შავ სიაში სახელმწიფო მაღალჩინოსნები და სამთავრობო დაწესებულებები მოხვდა, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს მოქალაქეთა უფლებების დარღვევაში არიან მხილებული.

კუბაში საპროტესტო გამოსვლები თითქმის 2 კვირის წინ დაიწყო. მოსახლეობის ნაწილი საკვების და მედიკამენტების დეფიციტს, ასევე მაღალ ფასებს აპროტესტებს.

მსგავსი თემები