ერთი გარდაცვლილი, ერთი დაჭრილი – ზუგდიდში მამა-შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

მკვლელობა ზუგდიდში – ტოლსტოის ქუჩაზე შუახნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილია გარდაცვლილის შვილიც, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.

წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. 

ამ წუთებში, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. 

მსგავსი თემები