კახეთში ავარიას 35 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

კახეთში ავარიას 35 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით, თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მოტოციკლით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მოცურდა და ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა.

მიღებული დაზიანებებით ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი თემები