16 წლიდან მხოლოდ „ფაიზერის“ ვაქცინა განიხილება

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორის – თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, 16 წლის ასაკიდან მოზარდების აცრა მხოლოდ  „ფაიზერის“ ვაქცინით განიხილება.

„16 წლიდან „ფაიზერის“ გარდა, სხვა ვაქცინა არ იგეგმება, რადგან მსგავსი კვლევა არ ჩაუტარებიათ. ასეთი კვლევა ჩაატარა მხოლოდ „ფაიზერმა“. ახლო მომავალში არ იგეგმება, დარწმუნებული ვარ, რამდენიმე თვეში სხვებიც ჩაატარებენ და ისინიც უსაფრთხო იქნება.  მაგალითად, ჩინური ვაქცინა მოზრდილებში ყველაზე უსაფრთხოა და რატომ უნდა იყოს სახიფათო ბავშვებში. მაგრამ კვლევა არ ჩატარებულა, კვლევას თუ არ ჩაატარებ, არ გაქვს უფლება ბავშვებში გამოიყენო“ – განუცხადა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს.

მსგავსი თემები