„გამოვრიცხავ უახლოეს დღეებში “ლოკდაუნსა“ და მკაცრი შეზღუდვების დაბრუნებას“ – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, ინფიცირების შემთხვევების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, გამორიცხავს, რომ უახლოეს პერიოდში, ქვეყანა ისევ ჩაიკეტოს. მისი შეფასებით, ჯანდაცვის სექტორი არსებულ დაწოლას გაუძლებს.

„კოვიდ ავადმყოფები, რომელთაც დაუდასტურდათ კოვიდი, მაგრამ ჯერ არ გამოჯანმრთელებულან,  20 000-ზე ავიდა. ნოემბერ-დეკემბერში გვყავდა დაახლოებით 30 000. რაც უფრო მეტია აქტიური ავადმყოფების რიცხვი, მით უფრო ძნელია კლინიკური სექტორის მიერ მათი მართვა.

გამოვრიცხავ უახლოეს დღეებში “ლოკდაუნსა“ და მკაცრი შეზღუდვების დაბრუნებას, მე პირადად ამას მხარს არ ვუჭერ და რამდენადაც ვიცი, მთავრობაც მხარს არ უჭერს“ – განუცხადა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს.

მისივე შეფასებით, ქვეყანას გააჩნია რესურსი, რომ ინფიცირების დღევანდელ მოცემულობას გაუძლოს.

მსგავსი თემები