აცრილების 67% ქალია, 33% კი მამაკაცი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში აცრილი ადამიანების 67% ქალია და 33% მამაკაცი.

ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ლიდერობს 70-74 ასაკობრივი ჯგუფი. შემდეგ მოდის 65-69 წელი და 75 წლის და ზევით ადამიანები.

„არსებული მონაცემების საფუძველზე, ყველაზე მეტი ადმინისტრირებული დოზები არის თბილისში (202 904), აჭარასა (34 848) და იმერეთში (27 262). ანგარიშის თანახმად, ამ პერიოდამდე, საქართველოს მასშტაბით პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებები ვაქცინაციას ახორციელებენ 333 ამცრელი ბრიგადით. დღიური გამტარიანობის მაქსიმუმი შეადგენს 11 000-მდე აცრას. არსებული ადმინისტრირებული რაოდენობის მიხედვით, დღეში კეთდება საშუალოდ 700 დოზა აცრა ყოველ 100 000 მოსახლეზე (იხ. დიაგრამა 2). აღნიშნული ვაქცინებიდან, “სინოვაკისა” და “სინოფარმის” ადმინისტრირება ხდება როგორც პირველადი ჯანდაცვის, ასევე ჰოსპიტალური სექტორის მიერ, ხოლო “ასტრაზენეკასა” და “ფაიზერის” ადმინისტრირება ექსკლუზიურად სტაციონარებშია შესაძლებელი“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ამავე ინფორმაციით, 15 ივლისის მდგომარეობით, სულ აცრილია 16 486 სამედიცინო პერსონალი.

მსგავსი თემები