“ნატო-ს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის პროცესი თავდაცვის ძალებში უკვე დაწყებულია” – თავდაცვის მინისტრი

ნატო-ს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის პროცესი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიან გეგმაშია გაწერილი. ამასთან დაკავშირებით საერთო საჯარისო ცენტრში დღეს, თავდაცვის მინისტრმა 2020-2030 წლებში თავდაცვის ძალების სამოქმედო გეგმის წარდგენისას გაამახვილა ყურადღება.

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, ნატო-ს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის პროცესი თავდაცვის ძალებში უკვე დაწყებულია და ამის მაგალითი სამხედრო ქვედანაყოფების ნატო-ს სტანდარტის შაშხანებით აღჭურვაა.

მინისტრმა საზოგადოებას ნატო-ს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის პროცესში დაგეგმილი პროექტებიც გააცნო.

„დელტას ბაზაზე ებრაულ კომპანიასთან ერთად დავიწყებთ აღნიშნული შაშხანების წარმოებას. ასევე, უკვე მიმდინარეობს თანამედროვე ნატო-ს სტანდარტების ტყვიამფრქვევებითა და ყუმბარმტყორცნებით ჩვენი ჯარის აღჭურვის პროცესი“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მსგავსი თემები