ბათუმში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მეორე სართულიდან გადახტა

ბათუმის ბულვარში მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული ერთ-ერთი შენობის მეორე სართულიდან გადმოხტა. მამაკაცს პოლიცია ამ დრომდე ეძებდა, ვარდნისას მას დაზიანებები არ მიუღია, თუმცა ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში მაინც გადაიყვანა, მას სავარაუდოდ თვითდაზიანებები აქვს მიყენებული. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში სამართალდამცველთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.  

შეგახსენებთ, საზარელი მკვლელობა ბათუმის ძველ ბულვარში გვიან ღამით მოხდა. 20 წლის ახალგაზრდამ 60 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მუცლის არეში მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. 

მსგავსი თემები