ბათუმის ბულვარში კაფე-ბარის დაცვის თანამშრომელი მოკლეს

მკვლელობა მოხდა ბათუმში – ძველი ბულვარის ტერიტორიაზე 60 წლამდე მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ის კაფე ბარის, “ვივა ლათინოს” დაცვის თანამშრომელი იყო.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალდებული ჯერჯერობით, დაკავებული არ არის.

მსგავსი თემები