კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 5,53 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 5,53 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 6,42 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 5,03 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 2 415 პირს დაუდასტურდა, 943 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 26 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები