ევროკომისიამ პოლონეთს ევროკავშირის უმაღლესი სასამართლოს განჩინების შესასრულებლად ვადა 16 აგვისტომდე მისცა

ევროკომისიამ პოლონეთს 16 აგვისტომდე მისცა ვადა ევროკავშირის უმაღლესი სასამართლოს განჩინების შესასრულებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლონეთს ჯარიმა ემუქრება. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა ჟუროვამ განაცხადა.

ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ პოლონეთის ახალი დისციპლინარული სისტემა მოსამართლეებისთვის ევროკავშირის კანონმდებლობას არღვევს.

„ჩვენ ვთხოვეთ პოლონეთს, დაუდასტუროს კომისიას, რომ ის სრულად შეასრულებს სასამართლოს 14 ივლისის დადგენილებას დისციპლინარული პალატის შესახებ. პოლონეთმა უნდა გვაცნობოს ამ მიმართულებით გათვალისწინებული ზომების შესახებ 16 აგვისტოსთვის, როგორც ეს სასამართლოს მიერ იყო მოთხოვნილი“, – განაცხადა ვერა ჟუროვამ.

მან აქვე დასძინა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია მიმართავს ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს, პოლონეთისთვის ჯარიმის დაკისრების მოთხოვნით.

მსგავსი თემები