„სახელმწიფომ ტურისტების შემოშვება უნდა გაამკაცროს, ტესტებსაც კი აყალბებენ“ – ბიძინა კულუმბეგოვი

​ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, არსებული მწვავე პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანაში მწვავე რისკის ქვეყნებიდან ტურისტების შემოსვლა უნდა აიკრძალოს.  

„არსებული მწვავე ტალღის პირობებში, ვაქცინაციის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. არადა, ქვეყანა  სრულად გახსნილია. ამ გახსნილობით ვერაფერი მოვიგეთ პირიქით. ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ რისკის ქვეყნებიდან ტურისტების შემოსვლა უნდა აიკრძალოს და სახელმწიფომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს“ – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისივე შეფასებით, ქვეყანაში ტურისტები გაყალბებული ტესტებითაც შემოდიან.   

„გვყავს ჩრდილოელი მეზობელი რისკის ქვეყანა, საიდანაც გაყალბებული PCR ტესტის ცნობებით შემოდიან. ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი მინიმალური თანხის საფასურად აყალბებს PCR-ის  ცნობებს და ეს საკმარისი არ უნდა იყოს მათი აქ შემოშვებისთვის. კარანტინის რეჟიმი უნდა დაწესდეს. ასეთი ტიპის რეგულაციები ვფიქრობ ერთ-ერთი გამოსავალი იქნება“ – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მსგავსი თემები