მთაწმინდის პარკში კახა კალაძის მხარდამჭერები იკრიბებიან

მმართველი გუნდის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ამ წუთებში „მთაწმინდის“ პარკში იკრიბებიან. ღონისძიებაზე, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება და სადაც „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატი უნდა წარადგინოს, უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, ტერიტორია შემოღობილია დამცავი ჯებირებით და ყველა სტუმარს სპეციალური საშვები გააჩნია. როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები, ისე მიწვეული სტუმრები სპეციალურ შემოწმებას გადიან.

მოწვეულ სტუმრებს შორის არია, ხელოვანები, მუსიკოსები, მომღერლები, მსახიობები, ექიმები, რომლებიც მმართველ გუნდსა და კერძოდ, მოქმედ მერსა და მერობის კანდიდატ კახა კალაძეს უჭერენ მხარს.  მიწვეული სტუმრები “მთაწმინდის პარკში” სპეციალური მანქანებით აიყვანეს.   

მსგავსი თემები