ინფექციის გადატანიდან ვაქცინაციამდე არსებული პერიოდი 30 დღემდე შემცირდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფექციის გადატანიდან ვაქცინაციამდე არსებული პერიოდი 120 დღიდან 30 დღემდე შემცირდება. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“მოგეხსენებათ, ინციფირებიდან აცრისთვის 120 დღე არის დაშვებული. ამ კვირაში ეს შეიცვლება და შემცირდება 30 დღემდე. ამიტომ ყველას შეეძლება, უფრო სწრაფად აიცრას. სავარაუდოდ, მინისტრის ბრძანებას ამ კვირაში მოეწერება ხელი,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები