“ჩემთვის არ იყო მისაღები შალვა პაპუაშვილის ქცევა თინა ბოკუჩავას მიმართ, მაგრამ ნონა მამულაშვილი სრიალა მაგიდიდან ირაკლი ზარქუამ ფაქიზად ჩამოაბრძანა და გადაგვარჩინა” – ფრიდონ ინჯია

ჩემთვის არ იყო მისაღები შალვა პაპუაშვილის ქცევა თინა ბოკუჩავას მიმართ, მაგრამ ნონა მამულაშვილი სრიალა მაგიდიდან ირაკლი ზარქუამ ფაქიზად ჩამოაბრძანა და გადაგვარჩინა, – ​განაცხადა „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ფაქტის შეფასებისას.

„ჩემთვის მისაღები არ იყო შალვა პაპუაშვილის ქცევა თინა ბოკუჩავას მიმართ, ეს არ უნდა გაეკეთებინა და ქალბატონისთვის ხელი არ უნდა ეხლო, თუმცა ჩვენს გვერდით, სადაც ვსხედვართ, ნონა მამულაშვილი მაგიდაზე ფეხშიშველი აბრძანდა, მაგიდა არის სრიალა და რომ არა ირაკლი ზარქუა, მან ისე ფაქიზად ჩამოაბრძანა ქვემოთ, მამულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მეშინოდა. თუ ის არ გააკეთებდა, მე გავაკეთებდი ამას. შემეშინდა, მამულაშვილი არ წაქცეულიყო. წინ გახარიას ხალხი ზის, უკან „სტრატეგია აღმაშენებელი“ და ახალგაზრდა ზარქუამ ფაქიზად, ოსტატუტად ჩამოყვანა მამულაშვილი და ჩვენ გადაგვარჩინა. მის გვერდით ავთანდილ ენუქიძე იყო და არ იცოდა, რა გაეკეთებინა“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

მსგავსი თემები