“კონგრესმენები და მე არასოდეს ვიტყოდით უარს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე” – იყო თუ არა დაგეგმილი აშშ-ში პრემიერის ვიზიტი

“კონგრესმენები და მე არასოდეს ვიტყოდით უარს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე,” – ამის შესახებ რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი Twitter-ზე წერს.

კონგრესმენი უარყოფს ცალკეული ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრემიერთან შეხვედრა მან არ ისურვა.

“ამ კვირაში ვაშინგტონში არ ვიმყოფებით და ამიტომ ეს შეხვედრა შეუძლებელი იქნებოდა,” – წერს კინზინგერი.

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტება გაკეთდა მმართველ გუნდში. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ აღნიშნული ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა.

“გვსურს განვმარტოთ, რომ აშშ-ში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა. ცალკეული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას. პრემიერ-მინისტრის ვიზიტების შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური წინასწარ ავრცელებს. ამ შემთხვევაში კი მსგავსი რამ არ ყოფილა, შესაბამისად, სრული სპეკულაციაა იმის მტკიცება, თითქოს პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ში, ჩაიშალა,” – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები