ბათუმის „შერატონში“ შარლ მიშელისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა მიმდინარეობს

ვროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება.

შეხვედრა ბათუმის „შერატონში“ მიმდინარეობს, სადაც დღის განმავლობაში საერთაშორისო კონფერენციაც უნდა გაიმართოს.

აღსანიშნავია, რომ სასტუმროში მისვლისას პრემიერი ჟურნალისტებთან კომენტარის გასაკეთებლად არ გაჩერებულა, თუმცა მედიის წარმომადგენლებმა მას მიმართეს კითხვით, როდის აპირებდა დაკავებული თანამდებობის დატოვებას და პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომას.

ინფორმაციისთვის, შარლ მიშელი პრემიერთან შეხვედრამდე საქართველოს პრეზიდენტსა და ქართული ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს შეხვდა.

მსგავსი თემები