„პაციენტების 70% არის „დელტა“ შტამით“ – ლიკა მუმლაძე „მედიაცენტრ მთავარში”

„ამ ეტაპზე 112 პაციენტი გადის სტაციონალურ მკურნალობას და მომართვიანობამ მოიმატა,“ – ამის შესახებ „მედიცანტრ მთავარში“ „მცხეთის -სამედიცინო ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა, ლიკა მუმლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით პაციენტების 70% – ს „დელტა“ შტამი უფიქსირდება:

„115 პაციენტიდან 15 რეანიმაციაშია, ისინი არიან ჟანგბად დამოკიდებულები, პაციენტების 70% – ს უფიქსირდება „დელტა“ შტამი.

პაციენტების რაოდენობა იზრდება ქვეყანაში მიმდინარე ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, საკმაოდ მოიმატა მომართვიანობამ. ამ “შტამს“ ახასიათებს მწვავე დასაწყისი მაღალი ცხელება, ბანალური გრიპის სიმპტომები აქვს, ახლა პრაქტიკულად თუ მოხდა ინფიცირება ოჯახის ერთი წევრის ყველასთან ჩნდება დაავადება.

რეანიმაციაში, ვინც არის ყველა არის ინდური შტამით, ამაზე აქცენტის გაკეთება აქტუალური არ არის, რაღაც დროს სხვადასხვა შტამი ავრცელებს ერთმანეთს.

ამ ყველაფრის შედეგს ველოდებით აგვისტოს შუა რიცხვებიდან და გვიან შემოდგომაზე, საჭიროა გარკვეული რეგულაციების დაბრუნება, ღია სივრცეში ნიღბები უნდა დაბრუნდეს ისევ,“ – განაცხადა ლიკა მუმლაძემ „მედიცანტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები