აჭარაში ტურისტებს „დელტა“ შტამი დაუდასტურდათ

ე.წ. ინდური შტამი აჭარაშიც დადასტურდა. ის უცხოეთიდან შემოსულ ტურისტებს აღმოაჩნდათ. საუბარია რამდენიმე ტურისტზე.   

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ უცხოელ სტუმრებს ვირუსი გეგმიური  პისიარ კვლევის დროს გამოუვლინდათ. ჩატარებულმა ლაბორატორიულმა ანალიზმა კი „დელტა შტამი“ დაადასტურა. ინფიცირებულები ამ ეტაპისთვის იზოლაციაში იმყოფებიან.

მსგავსი თემები