ისრაელმა საქართველო „წითელ სიაში“ შეიტანა

ისრაელში ჩასულ მგზავრებს, აცრის ან ვირუსის გადატანის მიუხედავად, 24 საათიანი თვითიზოლაცია მოუწევს. ხოლო ვირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნიდან ისრაელის ტერიტორიაზე შესვლის მსურველებმა კი 7 დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ.     

ისრაელის ხელისუფლებამ  საქართველო „წითელი ქვეყნების“ სიაში შეიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან ჩასულ ნებისმიერ მგზავრს, ისრაელში ჩასვლის შემთხვევაში 7 დღიანი სრული კარანტინის გავლა მოუწევს.

ისრაელმა სულ 15 ქვეყანა შეიყვანა ე.წ. წითელ სიაში, სადაც ვირუსის გავრცელება მაღალია. ეს ქვეყნებია: გაერთიანებული საამიროები, სეიშელი, ეკვადორი, ეთიოპია, ბოლივია, გვატემალა, ჰონდურასი, ზიმბაბვე, ზამბია, ნამიბია, პარაგვაი, ჩილე, კოლუმბია, კოსტა რიკა და ტუნისი.

23 ივლისიდან კი ამ სიაში მოხვდებიან: დიდი ბრიტანეთი, კვიპროსი, თურქეთი, საქართველო, უგანდა, მიანმარი, ფიჯი, პანამა, კამბოჯა, კენია და ლიბერია.

მსგავსი თემები