სვეტიცხოველში შესრულებული გალობა რუსულად და საპატრიარქოს განცხადება

სვეტიცხოველში რუსულ ენაზე შესრულებულ გალობასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოში განცხადებას აკეთებენ. საუბარია  სვეტიცხოვლის ტაძარში წირვაზე, რა დროსაც, რუსულ ენაზე იგალობეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, გალობა რუსულ ენაზე შესრულდა.

„განვმარტავთ, რომ უკრაინიდან საქართველოში მოსალოცად ჩამობრძანებულია სასულიერო პირთა ჯგუფი. მათ ითხოვეს სვეტიცხოველში მსახურების ნებართვა. დღეს ქართველ მღვდელმსახურებთან ერთად, ქართულ და საეკლესიო სლავურ ენებზე ერთობლივი მსახურება აღევლინა. მოგეხსენებათ, უკრაინაში, ღვთისმსახურება საეკლესიო სლავურ ენაზე აღევლინება. ზოგადად, ეკლესიაში მიღებული პრაქტიკაა, სტუმრებს მსახურების ნაწილის მშობლიურ ენაზე შესრულების საშუალება მიეცეს“, – ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.

მსგავსი თემები