მღვდელი, რომელიც ხალხს 5 ივლისს ძალადობისკენ მოუწოდებდა, გამოკითხვაზე დაიბარეს

დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელიც რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს ძალადობისკენ მოუწოდებდა, გამოკითხვაზე დაიბარეს, სასულიერო პირი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ადვოკატთან ერთად მივიდა. 

დეკანოზი კომენტარს არ აკეთებს, თუმცა მისი ადვოკატი,  ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ ძალადობისკენ მოწოდებას ადგილი არ ჰქონია. 

5 ივლისს, როდესაც ქალაქის ცენტრში უკვე სცემდნენ ჟურნალისტებს, დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა რუსთაველის გამზირზე მოუწოდა აგრესიულ ჯგუფებს, ეძალადათ:

“არა ძალადობას” კი არა, ვალდებულები ხართ იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ქვეყნისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვის!“ – ამბობდა დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი.

მსგავსი თემები