“ჩვენ ვართ ძალიან, ძალიან იმედგაცრუებულები!” – კელი დეგნანი ამბობს, რომ სანქციებზე საუბარი რეალურია

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი პარლამენტის მიერ უზენაესი მოსამართლეების კანდიდატების დანიშვნას ეხმაურება. როგორც კელი დეგნანი ამბობს, აშს-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადებები და სანქციებზე საუბარი საქაართველომ სერიოზულად უნდა მიიღოს.

როგორც დეგნანი ამბობს, გადაწყვეტილებით აშშ ძალიან იმედგაცრუებულია.

„სანქციები ერთ-ერთი ინსტრუმენტია და თქვენ ნახეთ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სახელმწიფო მდივნის განცხადებებში, რომ ჩვენ ვართ ძალიან, ძალიან იმედგაცრუებულები, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის პროცესი კიდევ ერთხელ შეაფასა.

საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის მმართველი პარტია, შეთანხმდნენ, რომ მოსამართლეების დანიშვნა შეჩერდებოდა ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე, რაც ჯერ არ განხორციელებულა და სწორედ ამიტომ ვართ იმედგაცრუებულები ამ მოსამართლეების დანიშვნით. პარლამენტს შეეძლო დაეპაუზებინა ეს პროცესი“, – განაცხადა ელჩმა.

მსგავსი თემები