ბათუმში ვლადიმერ ზელენსკი, მაია სანდუ და შარლ მიშელი ჩამოდიან

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია – „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიხსნება. ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩამოვლენ.

არსებული ინფორმაციით, კონფერენციის მთავარი თემა ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება.

როგორც კონფერენციის ვებგვერდზე აღნიშნულია, ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციას პანელის წევრები ფიზიკურად დაესწრებიან, ხოლო აუდიტორია ღონისძიებაში მონაწილეობას ვირტუალურად შეძლებს.

მსგავსი თემები