რა ნივთები ამოიღო პოლიციამ ზურაბ მახარაძის სახლიდან – „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის სახლში 2 საათი ჩხრეკდნენ

„ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის მეუღლე აცხადებს, რომ ზურაბ მახარაძე სამართალდამცავებმა პოლიციის განყოფილებაში, საცხოვრებელი სახლის 2-საათიანი ჩხრეკის შემდეგ გადაიყვანეს. მისივე თქმით, პოლიციამ სახლიდან მათთვის საჭირო ნივთები ამოიღეს.

კონკრეტულად რა ნივთებზეა საუბარი, ამას ზურაბ მახარაძის მეუღლე არ აკონკრეტებს, თუმცა, როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი სახლიდან ამოღებულია ტექნიკა და გამოძიებისთვის საჭირო დოკუმენტაცია.

„დაახლოებით, დილის 9 საათი იყო, სამართალდამცავები რომ მოვიდნენ, სახლში მათ სტანდარტული პროცედურები – ჩხრეკა ჩაატარეს. ამოიღეს მათთვის საინტერესო ნივთები და წავიდნენ.

ზურა, პროცედურულად, განყოფილებაში გადაიყვანეს, როგორც ვხდები ჩხრეკასთან დაკავშირებით უნდა გააფორმონ წერილობითი დოკუმენტაცია.

5 პიროვნება ატარებდა პროცედურას, ჩხრეკა 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა“, – აცხადებს „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის ზურაბ მახარაძის მეუღლე ლიკა კასრაძე.

მსგავსი თემები