“საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს” – შსს პრაიდის მოწინააღმდეგეთა სახლების ჩხრეკაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორების ბინებში ჩხრეკა მიმდინარეობს.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ შსს-ში განუცხადეს, საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე მისამართზე ტარდება.

„სამართალდამცავებმა საგამოძიებო მოქმედებები გარკვეულ მისამართზე უკვე ჩაატარეს, სხვადასხვა ადგილზე კი ახლაც მიმდინარეობს“, – განაცხადეს უწყებაში.

ცნობისთვის, სამართალდამცავები გურამ ფალავანდიშვილის სახლში შევიდნენ. გარდა ამისა, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის ზურაბ მახარაძის სახლშიც. მისი მეუღლის განცხადებით, სამართალდამცავებმა მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის დასრულებს შემდეგ, ზურაბ მახარაძე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები