პროკურატურა, კიდევ ერთი დაკავებულისთვის პატიმრობას ითხოვს  

5 ივლისს, ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობისთვის ერთ-ერთი დაკავებულის სასამართლო პროცესი დღეს 19:00 საათზე ჩაინიშნა. პროკურატურა აღმკვეთის ღონისძიების ფორმად პატიმრობას ითხოვს.

საუბარია,  საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, რომლისთვისაც გიორგი მაღრაძე დააკავეს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება და მას მოსამართლე დავით კურტანიძე განიხილავს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები