“საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშოდ მივიჩნევთ” – ევროკავშირის ქვეყნების ელჩები

5-6 ივლისს, საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ევროპის საბჭოს/ ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშოდ მივიჩნევთ, – ამის შესახებ საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელების მიერ გავრცელებულ წერილშია აღნიშნული, რომლითაც ისინი „პრაიდის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და შემდგომ რეაგირებასთან დაკავშირებით პრემიერს და მთავრობის წევრებს მიმართავენ.

ელჩების განცხადებით, დროშაზე ორჯერ თავდასხმა საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მისწრაფებებზე პირდაპირი შეტევაც არის.

„საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ევროპის საბჭოს/ ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშოდ მივიჩნევთ. ეს დროშა განასახიერებს იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლებსაც ევროკავშირი და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ეფუძნება. დროშაზე ორჯერ თავდასხმა საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მისწრაფებებზე პირდაპირი შეტევაც არის,“- ნათქვამია წერილში.

მსგავსი თემები