თელავში ძმები დაჭრეს

სისხლიანი დაპირისპირება თელავში – არსებული ინფორმაციით, 25 წლამდე მამაკაცმა ძმები  ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე მალევე დააკავა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ინციდენტამდე  სავარაუდო დამნაშავე მეგობარ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. 

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ორივე დაჭრილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ექიმის თქმით, ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. შემთხვევა გვიან ღამით ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა. 

მსგავსი თემები