„სამწუხაროდ მატებისკენ არის ტენდენცია და საკმაოდ მაღალი გავრცელებაა“ – გიორგი კამკამიძე

„დღეისათვის ვირუსის საკმაოდ მაღალი გავრცელებაა, ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე საკმარისი არ არის ვირუსის შესაჩერებლად, ეს სეზონიდან გამომდინარე მოსალოდნელი იყო, თუმცა ძალიან ცუდი იქნება თუ ტენდენცია ასე გაგრძელდა, მოგვიწევს შეზღუდვებს დავუბრუნდეთ,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ალერგოლოგ – იმუნოლოგმა,  კლინიკა „ნიუ-ლაბის“ დირექტორმა გიორგი კამკამიძემ განაცხადა.

მედიკოსი ამბობს, რომ შესაძლოა საჭირო გახდეს ქვეყანა გარკვეულ შეზღუდვებს დაუბრუნდეს, თუმცა ის აქვე აღნიშნავს, რომ მასშტაბურ შეზღუდვებს არ ეთანხმება:

„აუცილებელია ის ღონისძიებები, რაც არის დასახელებული, დახურულ სივრცეებში პირბადის გამოყენება, ჰიგიენის დაცვა, ეს უნდ გაგრძელდეს, მოსახლეობამ სწორად ვერ გაიგო შეზღუდვების მოხსნა და დახურულ სივრცეშიც აღარ იყენებენ პირბადეს, არ უნდა მოხდეს სრული მოხსნა ყველა შეზღუდვის.

დისტანცირება და ნიღბები არის მთავარი და გააქტივება ვაქცინაციის,“ – განაცხადა კამკამიძემ „მედიცანტრ მთავარში.“

მედიკოსი ამბობს, რომ უკიდურესი შეზღუდვები სასურველი არ არის:

„გარკვეულ მოდელზე უნდა გადავიდეთ, გარკვეული სახის დაწესებულებების ფუნქციონირების შეზღუდვა და არა სრული დაკეტვა, ჩვენ მასშტაბურად ყველაფერი დავკეტეთ, რაც არ იყო სწორი,“ – განაცხადა კამკამიძემ “მედიაცანტრ მთავარში.”

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები