“ლექსისთვის”, “ნუ ახალისებთ მოძალადეებს”, “გადადგეს პრემიერი” – ბათუმელი ჟურნალისტების პროტესტი საკრებულოს სხდომაზე

“ლექსისთვის”, “ნუ ახალისებთ მოძალადეებს”, “გადადგეს პრემიერი” – ამ შინაარსის ტრანსფარანტებით და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ფოტოებით, ბათუმელმა ჟურნალისტებმა საკრებულოს სხდომაზე პროტესტის ნიშნად პერფორმანსი მოაწყვეს.

აჭარის რეგიონალური მედიის წარმომადგენლები მოძალადეების დასჯას მოითხოვენ და ძალადობრივი ჯგუფების წახალისებაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

მსგავსი თემები