გლდანში მამაკაცმა დის საქმრო მოკლა

მკვლელობა თბილისში – გლდანში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 35 წლამდე მამაკაცი მოკლეს.

არსებული ინფორმაციით მამაკაცს, სასიკვდილო ჭრილობები საცოლის ძმამ მიაყენა. 

არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ დაპირისპირება უძღოდა. 

შსს -ს ინფორმაციით , დამნაშავე იდენტიფიცირებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.

მსგავსი თემები