ლექსო ლაშქარავას საქმეში ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტი სამედიცინო კომისიის შექმნას მოითხოვს

ლექსო ლაშქარავას საქმეში ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტი სამედიცინო კომისიის შექმნას მოითხოვს.

ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, რომ სწორედ პროფესიონალთა ჯგუფმა უნდა გასცეს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებს პასუხი – მათ შორის გარდაიცვლებოდა, თუ არა ლექსო თუნდაც ნარკოტიკული ნივთიერების შესაძლო მოხმარების გამო, ის სასტიკად ნაცემი, რომ არ ყოფილიყო.

სპეციალისტი ამბობს, რომ კომისიაში სხვდასხვა პროფილის ექიმები უნდა შევიდნენ – მათ შორის ტოქსიკოლოგი, ნარკოლოგი, ფარმაკოლოგი, ნევროპათოლოგი.

ალექსანდრე გეჯაძე იმედოვნებს, რომ მის წინადადებას გამოძიება გაითვალისწინებს.

მსგავსი თემები