„ღმერთის წყალობით, ჩვენი პატრიარქის წყალობით“ – ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული

საოკუპაციო ძალების მიერ პატიმრობიდან გათავისუფლებული ზაზა გახელაძე საკუთარ სახლში დაბრუნდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არ ჰქონდა მოლოდინი, რომ შეიწყალებდნენ.  

„დღეს გათავისუფლებას არ ველოდებოდი. ღმერთის წყალობით, ჩვენი პატრიარქის წყალობით და ჩვენი მთავრობის გვერდზე დგომით, ყველაფერი კარგად დასრულდა”, – განაცხადა ზაზა გახელაძემ.

უკანონო პატიმარი უკვე სახლშია. როგორც მისი  მეუღლე აცხადებს, დღევანდელი დღე მეორედ დაბადებაა.

“დღეს ჩვენთვის მეორედ დაბადება იყო. მინდა მადლობა ვუთხრა, პატრიარქს, პრეზიდენტს, პრემიერს და ირაკლი ანთაძეს, რომელიც დღემდე ამ თემაზე მუხლჩაუხრელად მუშაობდა,” – განაცხადა ზაზა გახელაძის მეუღლემ.

შეგახსენებთ, რომ  საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობიდან დღეს გაათავისუფლეს.

ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. ოკუპირებული „ხელისუფლების“ წარმომადგენლებმა ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალი დასდო სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში, რის გამოც,  მას  12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

მსგავსი თემები