„ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ყველა რესურსი, ყველა ბერკეტი იქნა გამოყენებული“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„მთელი ერი ხარობს, ყველა ძალიან გახარებულია, მთელი მოსახლეობა ერთი წლის განმავლობაში გულშემატკივრობდა ზაზას’, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში მთავრობა ინტენსიურად მუშაობდა და ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის ყველა რესურსი იქნა გამოყენებული.

„დიდი მადლობა ზაზას მშობლებს, მის მეუღლეს, შვილებს. დიდი მადლობა ზაზას გმირობისთვის. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ყველას გვიხარია ზაზას გათავისუფლება. მთელი ერი ხარობს, ყველა ძალიან გახარებულია. მთელი მოსახლეობა ერთი წლის განმავლობაში გულშემატკივრობდა ზაზას. ძალიან მიხარია, რომ ეს დღე დადგა. ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ინტენსიურად ვიმუშავეთ. ყველა რესურსი, ყველა ბერკეტი იქნა გამოყენებული ყველა დონეზე პრაქტიკულად და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მონაწილე ვარ ამ პროცესის. ძალიან ბევრ ვერსიას მოისმენთ. მე გთხოვთ, რომ ვერსიებს აღარ მოუსმინოთ, ჩვენ შევხედოთ შედეგს. შედეგია ის, რომ ზაზა არის თავისუფალი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები