უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე შეიწყალეს

საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე შეიწყალა.  შეწყალების აქტს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა მოაწერა ხელი.

“გათავისუფლდეს თავისუფლების აღკვეთის შემდგომი სასჯელისაგან”, – ვკითხულობთ ე.წ. დოკუმენტში, რომელიც ძალაში დღეიდან შედის.

ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მას თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 6 თვით ჰქონდა მისჯილი.

მსგავსი თემები