რუსთავში მამაკაცი მოკლეს – დაჭრილია კიდევ ერთი პირი

რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე პირს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, რაც მსხვერპლით დასრულდა.

მამაკაცი, რომელსაც ცივი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები ჰქონდა მიყენებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, გარდაიცვალა, დაჭრილი მეორე პირი კი კლინიკა “რუსთავშია” გადაყვანილი.

სისხლიანი გარჩევა რუსთავში ​გამთენიისას მოხდა.

მსგავსი თემები