Pfizer-ით ვაქცინაციის პროცესში საქართველოს მასშტაბით 7 კლინიკა ჩაერთვება – ეკატერინე ტიკარაძე პუნქტებს ასახელებს

ინდური შტამის შემთხვევები იზრდება. ლაბორატორიულად უკვე დადასტურებულია 79 შემთხვევა. პარალელურად, Pfizer-ი საქართველოშია. დღეს 15:00 საათიდან მოქალაქეები შეძლებენ რეგისტრაციის გავლას და რიგის ნომრის მიღებას. აცრები კი Pfizer-ით 16 ივლისიდან დაიწყება. ვაქცინაცია ამ პრეპარატით მოხდება მხოლოდ კლინიკებში.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პირველი ეტაპისთვის პროცესში ჩართული იქნება საქართველოს მასშტაბით არსებული 7 კლინიკა.

“Pfizer-ის ვაქცინა სხვა ვაქცინებთან ერთად და დღეს დღეობით ჩვენ ვიცით, რომ ჩართული არის ვაქცინაციის პროცესში 3 ვაქცინა: AstraZeneca, Sinopharm-ი და Sinovac-ი და დღეიდან უკვე Pfizer-ის ვაქცინებითაც ჩვენ ვიწყებთ მასიური ვაქცინაციის პროცესს. პირველი ეტაპისთვის ჩართული იქნება საქართველოს მასშტაბით 7 კლინიკა. ეს იქნება რესპუბლიკური საავადმყოფო, ამტელ ჰოსპიტალი, ბოკერიას სახელობის კლინიკა და კავკასიის მედიცინის ცენტრი, ასევე გორში სამხედრო ჰოსპიტალი, ქუთაისის დასავლეთის სამედიცინო ცენტრი და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო,” – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

მსგავსი თემები